Monday, October 9, 2017

გათბობა - ცხელი წყლის ხარჯი

როდესაც ვითვლით ცენტრალური გამათბობის ქვაბის სიმძლავრეს, ხშირად გვავიწყდება რომ, მისი ფუნქცია მარტო ოთახების გათბობა არაა, ის არის ასევე წყლის გამაცხელებელი აბაზანისთვის და სამზარეულოსთვის. შესაბამისად მისი სიმძლავრე ასევე ითვლება ცხელი წყლის მოხმარების მიხედვით.
უმეტესი საყოფაცხოვრებო გათბობის ქვაბი მოწყობილია ისე რომ ის მუშაობს ან როგორც წყლის გამაცხელებელი ან როგორც ცენტრალური გათბობის სისტემა, ორივე სისტემა ერთდროულად ვერ იმუშავებს, მისი მთელი სიმძლავრე ხმარდება ხან სახლის გათბობას, ხან ცხელი წყლის წარმოებას. თუ გვინდა რომ ქვაბმა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, მისი სიმძლავრის გათვლისას უნდა დავითვალოთ როგორც სახლის გათბობისთვის საჭირო სიმძლავრე, ასევე წყლის გათბობისთვის საჭირო სიმძლავრე და ამ ორ მაჩვენებელს შორის მაქსიმალური ავიღოთ.
ამ სტატიაში შევეცდებით დავითვალოს წყლის გაცხელებისთვის საჭირო სიმძლავრე. ეს არის ელემენტარული თერმოდინამიკის ფორმულა რაც სკოლის ფიზიკაში ისწავლება (თუ არ ვცდები მე-8-ე კლასში), ასევე არსებობს უამრავი ონლაინ კალკულატორი რომელიც მოგვეხმარება ამ გათვლებში.
პირველ რიგში გავარკვიოთ რამდენ წყალს მოვიხმართ. მიახლოებითი გათვლებით დადგენილია რომ ბანაობისთვის საჭიროა 7-15 ლიტრი 42 გრადუსიანი წყალი წუთში. ხელების დაბანისთვის და ჭურჭლის სარეცხად 7-8 ლიტრი 42-55 გრადუსიანი წყალი წუთში.
ეხლა ვნახოთ რამდენი წყლის მოცემა შეუძლია გამაცხელებელს მისი სიმძლავრის მიხედვით ზამთარში როდესაც შემომავალი წყალი დაახლოებით 10 გრადუსი ტემპერატურისაა და გვინდა გაცხელება 42 გრადუსამდე 95% მარგი ქმედების კოეფიციენტით (არ დაგავიწყდეთ რომ სითბო იკარგება არა მარტო ქვაბში, არამედ მილებშიც):

ზამთრის პირობებში
სიმძლავრეწარმადობა
16 კვტ7 ლიტრი/წთ
18 კვტ8 ლიტრი/წთ
24 კვტ10 ლიტრი/წთ
32 კვტ14 ლიტრი/წთ
დავითვალოთ ასევე ქვაბის წარმადობა ზაფხულში როცა შემომავალი წყლის ტემპერატურაა 20 გრადუსი:

ზაფხულის პირობებში
სიმძლავრეწარმადობა
16 კვტ10 ლიტრი/წთ
18 კვტ11 ლიტრი/წთ
24 კვტ15 ლიტრი/წთ
32 კვტ19 ლიტრი/წთ

ეხლა წარმოიდგინეთ რომ გაქვთ 16 კილოვატიანი ქვაბი და ზამთარში მოინდომეთ შხაპის მიღება, თქვენი ქვაბი გაჭირვებით უმკლავდება მინიმალური 7 ლიტრი/წუთში წყლის გაცხელებას რომელიც ასე თუ ისე გყოფნით ამ დროს ვიღაცამ ხელის დაბანა ან ჭურჭლის გარეცხვა მოინდომა

No comments:

Post a Comment