Monday, December 5, 2016

გათბობა - გამათბობლების სახეობები

არსებობს უამრავი სახეობის გამათბობელი, მაგრამ ყველას აღწერა არ შედის ჩემს ამოცანაში, შევეცდები მიმოვიხილო მხოლოდ ჩვენთან ფართოდ გავრცელებული და რეკლამირებული ვარიანტები. პირველ რიგში მოდით გამათობლები დავყოთ კატეგორიებად ენერგიის წყაროს და გამათბობელი ელემენტის მიხედვით.

გამათბობელის ენერგიის წყარო შეიძლება იყოს :

  • ელექტროობა
  • ბუნებრივი გაზი
  • თბური ტუმბო (ელექტროობასთან კომბინაციაში)
  • თხევადი/მყარი საწვავი (სალიარი, შეშა)

გამათბობელი ელემენტები კი შეიძლება იყოს:

  • ინფრაწითელი (რეფლექტორი)
  • კონვექტორული 
  • რადიატორი
  • თერმოვენტილატორი (კალორიფერი)

შესაძლებელია გათბობის ენერგიის წყაროს და გამათბობელი ელემენტების სხვადასხვა კომბინაცია (თითქმის ყველანაერი კომბინაცია). მაგალითად ელექტრორადიატორი, გაზის კონვექტორული გამათბობელი (ე.წ. კარმა) და ა.შ.

ჯერ განვიხილოთ გამათბობელი ელემენტები, მათი დადებით და უარყოფითი მხარეები. ხშირად რეკლამის მიზნით ლაპარაკობენ რომლიმე ტიპის გამათბობლის მეტი ეფექტურობაზე. არადა სკოლის მოსწავლეებმაც იციან რომ ენერგია არაფრისგან არ გაჩნდება და უკვალოდ ვერ გაქრება. შესაძლებელია მხოლოდ გამათბობლების თავისებურებებიდან გამომდინარე უფრო მოხერხებულ მოხმარებაზე გარემოებების მიხედვით.
ინფრაწითელი - ინფრაწითელი გამათბობელი არის ჩვენთვის ნაცნობი რეფლექტორის სახელით, მისი დადებითი მხარეა ის რომ ოთახში თბება კედლები და ავეჯი უშუალოდ გამოსხივებით და შედარებით კომფორტული გარემო იქმნება (მიახლოებით ისეთი როგორც ბუხრის ცეცხლისგან). ასევე რეფლექტორი იძლევა საშუალებას რომ გავათბოთ ოთახის ნაწილი უფრო მეტად (ისევე როგორც შეგვიძლია ოთახის ნაწილი გავანათოთ ნათურით, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება სინათლის სახეობაა). ინფრაწითელი გამათბობელი ასევე არ იწვევს კედლების დასველებას კონდესატის გამო. მეორეს მხრივ ინფრაწითელ გამათბობელი შეიძლება გახდეს ხანძრის ან დამწვრობის მიზეზი. ასევე ის უფრო მეტად აშრობს ჰაერს. ზოგიერთი ასეთი გამათბობელი დამატებით შეიცავს წყლის ამაორთქლებელს, გაშრობის ეფექტის გასანეიტრალებლად. ზოგიერთ თანამედროვე მოდელში გამაცხელებელი ელემენტი იზოლირებულია ჰაერისგან და ის შედარებით ნაკლებად აშრობს ჰაერს.
კონვექტორული - ამ ტიპის გამათბობელში ხდება უშუალოდ ჰაერის გათბობა. არის როგორც ელექტრო, ისევე გაზის კოვექტორული გამათობლები (ე.წ. კარმა). თავად გამაცხელებელი ელემენტი დაფარულია დამცავი კორპუსით და ამიტომ ის შედარებით უსაფრთხოა, თუმცა
ჰაერის გაშრობა მაინც ვერ გამოირიცხება. ასევე შეუძლებელია ამ ტიპის გამათბობლით მხოლოდ ოთახის ნაწილის გათბობა. კედლებზე კონდენსატის (ნამის) წარმოშობის ალბათობაც მეტია.

რადიატორი - რადიატორი ფაქტიურად იგივე კოვექტორული გამათბობელია მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, მასში ცხელი ზედაპირი არაა კორპუსით იზოლორებული, იგი შეიცავს სითხეს (ზეთს ან წყალს) და ცხელდება შედარებით დაბალ, უსაფრთხო ტემპერატურაზე (40-70°C), ამიტომ საჭიროებს მეტ ზედაპირს და ადგილს ოთახის გასათბობად. არის როგორც ელექტრორადიატორები (ზეთიანი გამათბობლები), ასევე გაზის (ცენტრალური გათბობის ქვაბით, წყლიანი) და სხვა.

დანარჩენი დადებითი და უარყოფითი მხარეები იგივეა რას კონვექტორულ გამათბობელს გააჩნია.

თერმოვენტილატორი  - ცნობილია კალორიფერის სახელით. ეს არის კონვექტორული გამათბობელი ვენტილატორით. ვენტილატორი ზრდის სითბოს გავრცელების სისწრაფეს (ანუ შეგიძლიათ ცივი ოთახი უფრო სწრაფად გაათბოთ) მაგრამ ასევე იზრდება კონდენსატის წარმოშობის ალბათობა. სამაგიეროდ ვენტილატორი იძლევა გამათბობელის ზომაში შემცირების საშუალებას. ანუ ნაკლები ზედაპირი იძლევა იგივე ეფექტს ვენტილატორის დახმარებით. არის როგორც ელექტრო, ასევე ცენტრალური გათბობის (ჩვენთან არასწორედ ეძახიან ფენ კოილს, თუმცა ფენ კოილი უფრო ზოგადი კატეგორიაა).


ინფრაწითელი კონვექტორული რადიატორი ვენტილატორი
მცირე ზომა
სწრაფი

ბუხრის ეფექტი

ცეცხლსაშიში

ჰაერის გაშრობა
კონდენსატი
ცხრილი 1 - სხვადასხვა გამათბობლების თავისებურებები

ცხრილ 1-ში ნაჩვენებია სხვადასხვა გამათბობელის დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა კონკრეტულ მოდელებში შესაძლოა სხვაგვარად იყოს. მაგალითად არსებობს შედარებით უსაფრთხო ინფრაწითელი გამათბობლები, ასევე ისეთები რომლებიც ჰაერს ნაკლებად აშრობენ.

ეხლა განვიხილოთ გამათბობლების ენერგიის წყაროები. როგორც აღვნიშნეთ არის ელექტრო, გაზის, თბური ტუმბო და თხევადი/მყარი საწვავის გამათბობლები.
თუ გინდათ აირჩიოთ ელექტროობასა და გაზს შორის, ნახეთ ეს სტატია. გაზით გამათბობლები არის ღია და დახურული წვის კამერით. ღია წვის კამერა გულისხმობს რომ გაზის წვა ხდება ოთახიდან მიღებულ ჰაერში. ეს ნიშნავს რომ გაზის გაჟონვის ან სხვა შესაძლო პრობლემის შემთხვევაში სახლში მაცხოვრებლები იმყოფებიან მოწამვლის ან აფეთქების საფრთხის ქვეშ. ეს საფრთხე გამორიცხულია დახურული კამერების სისტემებში, იქ წვის კამერა იზოლირებულია და ჰაერის მიღება ხდება ქუჩიდან, სპეციალური ორმაგი მილის დახმარებით (ზუსტად ამ ორმაგი მილით შეგიძლიათ გამოარჩიოთ დახურული წვის კამერა ჩვეულებრივისგან).
თბური ტუმბო შედარებით ახალი სიტყვაა, ჩვენთან ფართოდ გავრცელებულია მისი სახეობა ე.წ. "ზიმა-ლეტა" კონდიციონერის სახელით. ამ ტიპის გამათობელი იყენებს გარემოს სითბოს (ჰაერის, მიწის ან გრუნტის წყლების) და "გადატუმბავს" მას სახლში. ესეთი გამათობლები გამოირჩევიან ეკონომიურობით, თუმცა საქართველოში უმეტესად მხოლოდ კონდიციონერის სახით გვხვდება რაც ძალიან დიდი ეკონომიურობას არ იძლევა. ამას გარდა მას აქვს შეზღუდვა მინიმალურ ტემპერატურაზე (უმეტესობას -5°C) და ყინვის დროს შესაძლოა ვერ იმუშაოს.


Thursday, December 1, 2016

გათბობა - სიმძლავრე და ხარჯი

როგორ დავითვალოთ ოთახის/ბინის გათბობისთვის საჭირო სიმძლავრე/ენერგია?
არის გავრცელებული სტანდარტი - თითოეულ მ2 ფართზე 100 ვატი სიმძლავრე.
ვისაც არ გიყვართ მარტივი გადაწყვეტილებები, გააგრძელეთ კითხვა.
აქ არის უამრავი კითხვის ნიშანი და "მაგრამ", როგორი ბინაა, რა კლიმატია ადგილზე, როგორი ხარისხისაა თერმოიზოლაცია, რამდენია ფანჯრების ფართი და ხარისხი, რამდენია გარე კედლების რაოდენობა, სართული, სახურავის ტიპი და ა.შ.
არის უამრავი კალკულატორი უფრო ზუსტი გათვლებისთვის, აი ეს ონლაინ კალკულატორი  მომეწონა. ამ კალკულატორში გათვალისწინებულია ბევრი ფაქტორი, ბინის ტიპი, ფანჯრების ტიპი, კლიმატი და თქვენთვის კომფორტული ტემპერატურა.
მაგალითად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ რომ გარკვეულ პირობებში 15მ2 ოთახის გასათბობათ საჭიროა არა 1500 ვატი როგორც სტანდარტული გათვლებითაა არამედ 5000 ვატი, რაც ბევრად მეტია.
ვისაც კიდე უფრო ღრმად ჩაძიება უყვარს, ვურჩევ ამ რესურსს. აქ უკვე თერმოდინამიკა და ფიზიკის კანონები შემოდის სცენაზე.
თუ ვიცით გათბისთვის საჭირო სიმძლავრე, შეგვიძლია გავითვალეთ დღეში ან თვეში დახარჯული ენერგია (შესაბამისად შემდეგ გადავიყვანოთ ხარჯში). ამისათვის საჭირო ენერგიის რაოდენობას ვამრავლებთ პერიოდში საათების რაოდენობაზე.
მაგალითად 1000 ვატიანი (1კვტ) გამათბობელი დღე-ღამეში მოიხმარეს 24 კვტ-სთ ენერგიას. ხოლო 30 დღეში 24x30=720კვტ-სთ ენერგიას.
გათბობის ტიპის ასარჩევად იხილეთ ეს სტატია