მოდით დავამთავროთ გაუთავებელი დისკუსია ამ შედარებით მარტივ თემაზე.
მარტივი იმიტომ რომ ელემენტარული ფიზიკის და მათემატიკის ცოდნა არის საკმარისი რომ შევადაროთ დენის და გაზის ხარჯი გათბობაზე.
ბუნებრივი გაზის ენერგოტევადობაა 28-46 მჯ/მ3 ანუ 8-12კვტ-სთ/მ3 (ანუ ერთი კუბური მეტრი გაზი დაწვისას იძლევა 8-12კვტ-სთ ენერგიას).
ავიღოთ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - 8კვტ-სთ/მ3 (დავუშვათ გაზი ყველაზე დაბალკალორიულია).
გაზი იწვება კონვექტორულ ან ქვაბის ტიპის გამათბობელში და ასე თბება სახლი ან ბინა. ყველაზე ცუდი გამათბობელის მარგი ქმედების კოეფიციენტი შეიძლება იყოს 80%.
გამოდის რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში 1 მ3 გაზი მოგვცემს 8x80% = 6.4 კვტ-სთ ენერგიას.
ესე იგი 1 კვტ-სთ ელექტროენერგია სულ ცოტა 6-ჯერ იაფი უნდა იყოს 1მ3 გაზზე რომ უფრო ნაკლები დაჯდეს როგორც გათბობის წყარო.
რეალურად კი 1 კვტ-სთ ყველაზე იაფი ტარიფით საქართველოში ღირს 9 თეთრი, ხოლო გაზი ყველაზე ძვირი ტარიფით ღირს 55 თეთრი.
1 კუბური მეტრი გაზი ყველაზე ცუდი გათვლით გვაძლევს 6.4 კვტ-სთ ენერგიას, ანუ 1 კვტ-სთ გაზით გათბობა ყველაზე უარეს შემთხვევაში გვიჯდება 8.6 თეთრი (უფრო ნაკლები ვიდრე 9 თეთრი - 1კვტ-სთ ელექტროენერგია).
რეალურად განსხვავება უფრო მეტია იმიტომ რომ გაზის კალორიულობა უფრო მეტია (საშუალოც რომ ავიღოთ 10კვტ-სთ), ასევე უფრო მეტია გაზის გამათბობლების მქკ (95%). თბილისში გაზი 50.62 ღირს (და არა 55)
ამ შემთხვევაში 1 კვტ-სთ გაზით გათბობა ჯდება :
50.62/(10x95%) = 5.33
ასევე ელექტროენერგიას თბილისში 9 თეთრად ვერ შეიძენთ, უფრო მეტიც, თუ დენით ათბობთ სახლს, ძალიან მალე ახვალთ ყველაზე მაღალ ტარიფზე >301 (გაითვალისწინეთ რომ 20 კვ.მ ოთახის გათბობას ერთი თვის განმავლობაში სჭირდება დაახლოებით 1400 კვტ-სთ ენერგია, ენერგიის გათვლა იხილეთ აქ), რაც თბილისში შეადგენს 21 თეთრს (შეადარეთ გაზით გათბობის შემთხვევაში 5.33 თეთრს)
დასკვნა: თბილისში გაზით გათბობა დაგიჯდებათ დენით გათბობაზე სულ ცოტა 3-ჯერ იაფი.

ishq pakeezah mp3 download,mera ishq hai pakeezah mp3 song,ishq pakeezah ringtone download,punjabi gane video,ishq pakeezah video Online,mera ishq hai pakeezah mp3 song,ishq pakeezah lyrics,ishq pakeezah punjabi song,sad song vich.ishq pakeezah video of Indian Serials Online Free. Watch Full Episodes of Star Plus, colors TV, Zee TV, Sony TV. http://ishqpakeezah.com
ReplyDeleteIshq Pakeezah
Drama cool
Drama cool